Category Archives: ნაკრძალი

იბერიული ფოცხვერი

იბერიული ფოცხვერი ერთ-ერთია იმ სახეობათაგან, რომლებსაც კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი აქვთ მინიჭებული. მისი საბინადრო არეალია იბერიის (პირინეის) ნახევარკუნძული. წარსულში ეს სახეობა ევრაზიული ფოცხვერის ქვესახეობად იყო მიჩნეული, თუმცა მოგვიანებით გამოაცალკევეს. ორივე სახეობა ცენტრალურ ევროპაში გაჩნდა პლეისტოცენის ეპოქაში, შემდეგ კი საცხოვრებელი ტერიტორიის მიხედვით გაიყვნენ.
Read the rest of this entry

კეთილშობილი ირემი

This slideshow requires JavaScript.

კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები. (more…)

ნაკრძალი

ნაკრძალი, ტერიტორიის (აკვატორიის) ნაწილი, სადაც დაცულია მთლიანი ბუნებრივი კომპლექსები. ნაკრძალად ჩვეულებრივ ცხადდება ის ადგილი, რომელიც ან ტიპიბრივია ამა თუ იმ გეოგრაფიული ზონისათვის, ან შეიცავს სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფას ბუნებრივ ობიექტებს (მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტების ტიპებს, მინერალებს და სხვა). ნაკრძალად შეიძლება გამოცხადდეს მთელი ქალაქი ან მისი ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული, ისტორიულ-მხატვრული ან მემორიალური მნიშვნელობა აქვს. Read the rest of this entry